მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა
მაქს ფერსტაპენმა „რედ ბულთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ფორმულა 1-ის ავსტრიულმა საჯინიბო „რედ ბულმა“ გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ჰოლანდიელ პილოტთან მაქს ფერსტაპენთან. წინა ხელშეკრულება 2020 წლის ბოლოს იწურებოდა, ახალი კონტრაქტი კი 2023 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

„მინდა „რედ ბულთან“ ერთად გამარჯვება. ჩვენი მიზანია – ერთად ჩემპიონობისთვის ბრძოლა“, – მოჰყავს ფერსტაპენის სიტყვები ფორმულა 1-ის პრესსამსახურს.

22 წლის ჰოლანდიელი ფორმულა 1-ში 2015 წლიდან გამოდის. „რედ ბულის” პილოტის რანგში მან რვა ეტაპი მოიგო, 31-ჯერ ავიდა პოდიუმზე და ჯამში 948 ქულა დააგროვა.