მაქს ფერსტაპენის ახალი ხელფასი 25 მილიონი დოლარი იქნება
მაქს ფერსტაპენის ახალი ხელფასი 25 მილიონი დოლარი იქნება

ცნობილმა ნიდერლანდურმა ინტერნეტ-გამოცემა RacingNews365-მა გაარკვია ფორმულა 1-ის საჯინიბო „რედ ბულის“ პილოტ მაქს ფერსტაპენის ახალი ხელფასის ოდენობა.

წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი პილოტი 2023 წლის ბოლომდე გამოიმუშავებს 100 მილიონ დოლარს. ასე რომ, ფერსტაპენის წლიური ხელფასი იქნება 25 მილიონი დოლარი.

ეს სიდიდით მესამე ხელფასია ფორმულა 1-ის პილოტებს შორის. პირველ და მეორე ადგილებზე არიან ლუის ჰემილტონი და სებასტიან ფეტელი, რომლებიც, შესაბამისად, 50 და 40 მილიონს იღებენ.

დატოვე კომენტარი