მაქს ფერსტაპენი მესამედ გახდა ნიდერლანდებში წლის სპორტსმენი #1TVSPORT
მაქს ფერსტაპენი მესამედ გახდა ნიდერლანდებში წლის სპორტსმენი #1TVSPORT

ფორმულა 1-ში „რედ ბულის“ პილოტი მაქს ფერსტაპენი კარიერაში მესამედ გახდა ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენი.

2022 წელს 25 წლის ფერსტაპენმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ფორმულა 1-ში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

მანამდე მრბოლელი ორჯერ აღიარეს ნიდერლანდებში წლის სპორტსმენად – 2016 და 2021 წლებში.

ქვეყნის საუკეთესო ქალი სპორტსმენი გახდა ციგურებით მორბენალი ირენ სჰაუტენი. მან პეკინში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.