მაქაცარიამ ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო - ის „გაგრას“ ევროთასებზე დაეხმარება #1TVSPORT
მაქაცარიამ ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო - ის „გაგრას“ ევროთასებზე დაეხმარება #1TVSPORT

თამაზ მაქაცარიას ეროვნული ლიგა 2-ის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს, – ინფორმაციას კლუბის ვებ-გვერდი ავრცელებს.

„გაგრას“ 25 წლის თავდამსხმელს ჯილდო ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა. მაქაცარიამ პირველ წრეში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მაქაცარია ტრავმირებულია და ამჟამად გუნდს ვერ ეხმარება. მაგრამ „გაგრას“ ვიცე-პრეზიდენტის, გოდერძი ჩიხრაძის თქმით, თავდამსხმელი უკვე მზადაა და ბოლნისის „სიონთან“ 18 ივლისს ბოლნისში ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში დაეხმარება და ცხადია, ევროტურნირებზეც ითამაშებს.

ცნობილი გახდა, რომ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „გაგრას“ მეტოქე მონტენეგროს ვიცე-ჩემპიონი „სუტიესკა“ იქნება. დაპირისპირების პირველი მატჩი 8 ივლისს „მიხელ მესხზე“ გაიმართება, ხოლო განმეორებითი 15 ივლისს მონტენეგროში შედგება.