მაქაცარიამ „ჟენისს“ „ოქროს“ ქულა მოუტანა - ქართველები ყაზახეთის პრემიერლიგას მიუახლოვდნენ #1TVSPORT

თამაზ მაქაცარიამ „ჟენისში“ მორიგი გოლი გაიტანა და გუნდს, რომელიც ყაზახეთის პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძვის, მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.

ჟენისის“ ძირითად შემადგენლობაში ლაშა კასრაძემ შეუცვლელად ითამაშა, თამაზ მაქაცარია კი ტრავმის გამო მე-80 წუთზე შეცვალეს. ყაზახეთის პირველი დივიზიონის ბოლოსწინა, 27-ე ტურში ქართველების გუნდი ერთ-ერთ კონკურენტს, „კირანს“ ესტუმრა და პირველ ტაიმში მარცხდებოდა, მაგრამ 45-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ შეხვედრა ასეც დასრულდა – 1:1.

ჟენისი“ 27 ტურის შემდეგ 57 ქულით მესამე ადგილზეა და ყაზახეთის პრემიერლიგაში გადასასვლელად ბოლო ტურში ქულაც ჰყოფნის. მთავარ ლიგაში თამაშის უფლება უკვე მოიპოვეს ბექა ქავთარაძის „იელიმაიმ“ (73) და „თურანმა“ (68), „ჟენისი“ სამი ქულით ასწრებს „აკჟაიკს“ (54), ხოლო „კირანმა“ (50) შანსი საბოლოოდ დაკარგა.

თამაზ მაქაცარია „ჟენისში“ ზაფხულში პრემიერლიგის „ყიზილ-ჟარიდან“ გადავიდა. პირველ ლიგაში რვა გოლის გატანასთან ერთად, ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.