მანუელ აკანჯი 2025/2026 წლის საფეხბურთო სეზონს „ინტერის“ რიგებში გაატარებს #1TVSPORT
მილანის „ინტერმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ შვეიცარიელი მცველის, მანუელ აკანჯის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, – წერს ფაბრიციო რომანო.
იტალიური გრანდი ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ 2 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ერთი წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა 15 მილიონ ევროდ შეეძლება.
გამოსყიდვა სავალდებულო ჯერა არაა, თუმცა „ინტერს“ აუცილებლად მოუწევს, თუ ფეხბურთელი გუნდის თამაშების 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას და „ინტერი“ იტალიის სერია A-ს მოიგებს. აკანჯის ხელფასის ნაწილს „მანჩესტერ სიტი“ დაფარავს.
30 წლის ფეხბურთელი „სიტის“ წევრი 2022 წელს გახდა, 2023 წელს მან გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ასევე ორჯერ გახდა ინგლისის პრემიერლიგის გამარჯვებული.