მანუჩარ მარკოიშვილმა „მონაკოსთან“ ერთად საფრანგეთის თასი მოიგო #1TVSPORT
მანუჩარ მარკოიშვილმა „მონაკოსთან“ ერთად საფრანგეთის თასი მოიგო #1TVSPORT

მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ საფრანგეთის თასი მოიგო. ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი სპეციალისტის გუნდმა „ლე მანი“ 87:83 დაამარცხა.

„მონაკო“ მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო და უპირატესობას ხელიდან არ უშვებდა. „ლე მანმა“ მეოთხე მეოთხედში ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა შეძლო, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე მარკოიშვილის გუნდმა გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა.

მონაკოელთა რიგებში 21 ქულით საუკეთესო გვინეელი ფორვარდი ალფა დაილო გახლდათ, 19 ქულა ჰქონდა მეთიუ სტრაზელს.

მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის მარტში გახდა, ის მანამდე მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.