მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკომ“ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ დაამარცხა და ევროლიგის პლეიოფში ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის პლეიინში მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა „მონაკომ“ თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ 79:70 დაამარცხა და პლეიოფის ბოლო საგზურის მფლობელი გახდა.
მონაკოელთა რიგებში მოედანზე საუკეთესო გერმანიის ნაკრების მოთამაშე დანიელ ტაისი იყო, მან შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. რაც შეეხება შენგელიას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე გატარებულ 28 წუთში გუნდს 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
შედეგად, ევროლიგაზე შენგელიას „ბარსელონასთვის“ სეზონი დასრულდა, ხოლო „მონაკო“ პლეიოფში ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება. სერია სამ გამარჯვებამდეა, პირველი მატჩი კი 28 აპრილს შედგება.