მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალშია #1TVSPORT

საკალათბურთო კლუბი „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალისტია. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში სტუმრად „ნანტერს“ 89:78 მოუგო, ხოლო ფინალში „პარიზსა“ და „შოლეს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მონაკოელთა რიგებში საუკეთესო ელი ოკობო იყო – მან 24 ქულას, 4 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

„მონაკო“, ზედიზედ მესამე სეზონია, საფრანგეთის ჩემპიონატის გადამწყვეტ ეტაპზე გადის. 2023 და 2024 წლებში მათ ოქროს მედლები მოიპოვეს, გასულ წელს კი ფინალი დათმეს.

მანუჩარ მარკოიშვილი „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი მიმდინარე წლის მარტში გახდა.