მანუჩარ მარკოიშვილი „ტიტების“ მთავარი მწვრთნელია
მანუჩარ მარკოიშვილი „ტიტების“ მთავარი მწვრთნელია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის ამჟამინდელი წევრი მანუჩარ მარკოიშვილი „სუპერლიგის“ გუნდ „ტიტებს“ უხელმძღვანელებს. მარკოიშვილმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

მანუჩარ მარკოიშვილმა სპორტული კარიერა 2 წლის წინ, ტრავმის გამო დაასრულა. ეროვნული გუნდის ერთერთ გამორჩეულ კალათბურთელს საქართველოს ნაკრებთან ერთად 4 ევრობასკეტზე აქვს მონაწილეობა მიღებული. საკლუბო კარიერის მანძილზე კი სხვადასხვა წლებში მანუ ბათუმის „ბასკოს“, იტალიური „ბენეტონის“, გერმანიის „მიტელდოიჩერის“, სლოვენიური „ოლიმიასი“, იტალიური „კანტუს“, თურქული „გალათასარაისა“ და „დარუშაფაკას“, მოსკოვის „ცსკასა“ და იტალიური „რეჯინას“ ღირსებას იცავდა.