მანუ ჯინობილი, ჯორჯ კარლი და ტიმ ჰარდუეი დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT
მანუ ჯინობილი, ჯორჯ კარლი და ტიმ ჰარდუეი დიდების დარბაზში შეიყვანეს #1TVSPORT

კალათბურთის დიდების დარბაზი ახალი წევრებით შეივსო. ეს პატივი წილად ხვდათ: ტიმ ჰარდუეის, მანუ ჯინობილის, სუინ ქეშს, ბობ ჰაგინსს, დელ ჰარისს, ლინდსი უეილენს, მერიენ სტენლის, ტერეზა შენ გრენტცსა და ჯორჯ კარლს.

დიდების დარბაზში ასევე შვიდი ახალი წევრი მოხვდა სიკვდილის შემდეგ: პირველი შავკანიანი მსაჯი ჰიუ ევანსი, „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ ექვგზის მონაწილე ლუ ჰადსონი, ყოფილი მწვრთნელი ლერი კოსტელო, იუგოსლავური კალათბურთის ლეგენდა რადივოი კოვაჩი, აგრეთვე „ჰარლემ გლობტროტერსის“ სამი ყოფილი წარმომადგენელი – უაიეტ ბოსველი, ინმან ჯექსონი და ალბერტ პულინსი.

ასევე ცერემონიის დროს პატივი მიაგეს ბილ რასელს, რომელიც წელს გარდაიცვალა.