მანოლასი „რომადან“ „ნაპოლიში“ გადავიდა
მანოლასი „რომადან“ „ნაპოლიში“ გადავიდა

„რომამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა ბერძენი მცველის, კოსტას მანოლასის „ნაპოლიში“ გადასვლის შესახებ. 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თანხამ 36 მილიონი ევრო შეადგინა. კონტრაქტის პირობები ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა.

მანოლასი „რომაში“ 2014 წლის ზაფხულში გადავიდა „ოლიმპიაკოსიდან“. მაშინ ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონი ევრო იყო. გასულ სეზონზე ბერძენმა 27 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და თითო გოლი და შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.