მანჯუკიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი მოიწონა
მანჯუკიჩმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ ტრანსფერი მოიწონა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა თანხმობა მისცა თავის ტრანსფერს „მანჩესტერ იუნაიტედში“. როგორც „გაძეტა დელო სპორტი“ (La Gazzetta dello Sport) იტყობინება, 33 წლის ხორვატმა შეათანხმა პირადი კონტრაქტის პირობები ინგლისურ კლუბთან.

წერენ, რომ მანჯუკიჩი „იუნაიტედთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელის ხელფასი წელიწადში ექვსი მილიონი ევრო იქნება. თავად ტრანსფერის თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს.

2018-2019 წლების სეზონზე მანჯუკიჩმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა ყველა ტურნირზე, 10 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.