მანჯუკიჩით „პრემიერლიგის“ გუნდები დაინტერესდნენ
მანჯუკიჩით „პრემიერლიგის“ გუნდები დაინტერესდნენ

„იუვენტუსის“ ფეხბურთელმა მარიო მანჯუკიჩმა ყატარში გადასვლაზე უარი განაცხადა და კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.

როგორც ცნობილია, ხორვატის შეძენით „მანჩესტერ იუნაიტედია“ დაინტერესებული. „ტუტოსპორტის“ (Tuttosport) ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ კონკურენციას „ვესტჰემი“ გაუწევს, სადაც მარიოს მეტ სათამაშო დროს სთავაზობენ.

ტურინელთა ხელმძღვანელობა მანჯუკიჩის სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს. შეგახსენებთ, რომ ხორვატმა შემტევმა „ბებერ ქალბატონში“ 162 შეხვედრაში 44 გოლი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა გააკეთა.

დატოვე კომენტარი