მანჯუკიჩის შეძენით „ბაიერნია“ დაინტერესებული
მანჯუკიჩის შეძენით „ბაიერნია“ დაინტერესებული

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი, სავარაუდოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იტალიურ კლუბს დატოვებს. ხორვატის შეძენის ყველაზე აქტიური მსურველი მისი ყოფილი გუნდი – მიუნხენის „ბაიერნია“.

„გაზეტა დელო სპორტის“ (Gazzetta dello sport) ინფორმაციით, ნიკო კოვაჩი პირადადაა დაინტერესებული მანძუკიჩის შეძენით. შეგახსენებთ, რომ კოვაჩიც ხორვატია და ამ ფაქტორმა შესაძლოა მარიოს გადაბირებაში გარკვეული როლი ითამაშოს. მანკუკიჩის შეძენა დორტმუდის „ბორუსიასაც“ სურს.

ტურინელებს ხორვატში 15 მილიონი ევროს აღება უნდათ და ამ თანხის გადახდა „ბაიერნს“ არ უნდა გაუჭირდეს.