მანჯუკიჩი ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა
მანჯუკიჩი ზამთარში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი არ შედის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის გეგმებში, ამიტომაც, ხორვატი უკვე ამა წლის ზაფხულს იყო ახლოს სხვა კლუბში გადასვლასთან.

როგორც გამოცემა „ტუტოსპორტი“ ამტკიცებს, 33 წლის შემტევი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გახდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშე. ინგლისური კლუბი აქტიურად განიხილავს შეტევითი ხაზის გაძლიერების ვარიანტებს.

აღნიშნავენ, რომ მანჯუკიჩი ახლოს არის ინგლისურ კლუბთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმებასთან, თუმცა, მომავალი კონტრაქტის მოქმედების ვადისა და ფინანსური დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

უნდა დავამატოთ, რომ მარიო ასევე ახლოს იყო ზაფხულში ყატარის ერთ-ერთ კლუბში გადასვლასთან, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩის გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაინტერესებულია „ბორნმუთის“ ფორვარდ კალუმ უილსონის გადაბირებით.

დატოვე კომენტარი