მანჯუკიჩი მანჩესტერში თამაშს დათანხმდა
მანჯუკიჩი მანჩესტერში თამაშს დათანხმდა

„იუვენტუსის“ ფორვარდმა მარიო მანჯუკიჩმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლაზე ზეპირი თანხმობა მისცა, – წერს გაზეთი „სანდი ექსპრესი“.

33 წლის ხორვატის ტრანსფერისთვის ტურინული კლუბი 10 მილიონ ევროს ითხოვს.

ცნობილია, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის მაურიციო სარის გეგმებში არ შედის. ფორვარდი  ჩემპიონთა ლიგაზე ტურინელთა განაცხადში ვერ მოხვდა, სერია A-ში კი ჯერ ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია. იტალიური პრესის მონაცემებით, მანჯუკიჩმა უარყო წინადადებები ჩრდილოეთ ამერიკიდან, რადგან უძლიერეს ევროპულ ჩემპიონატებში თამაშს იმედოვნებს.

მარიო მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ „ატლეტიკოდან“ 2015 წელს გადავიდა. ტურინელების რიგებში ჩატარებულ 162 მატჩში მან 44 გოლი გაიტანა და 24 საგოლე პასი შეასრულა.