მანე მადრიდის „რეალის" მთავარი სატრანსფერო მიზანი გახდა
მანე მადრიდის „რეალის" მთავარი სატრანსფერო მიზანი გახდა

„ლივერპულის“ ფორვარდმა სადიო მანემ, შესაძლოა კარიერა ლა ლიგაში გააგრძელოს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულია „რეალი“. მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობამ მანე უახლოეს ზაფხულში მთავარ სატანსფერო სამიზნედ გამოაცხადა.

იტყობინებიან, რომ „ლივერპული“ მზად არ არის, წელს მანეს სხვა გუნდში გაშვებისთვის, მაგრამ „რეალის” შეთავაზებამ 140 მილიონი ფუნტის ოდენობით, შესაძლოა ინგლისურ კლუბს გაადაფიქრებინოს და სენეგალელი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდეს.

მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს. მისი მოქმედი კონტრაქტი იურგენ კლოპის გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

აღვნიშნავთ, რომ მანეზე ასევე პრეტენზიას აცხადებს „ბარსელონა“.

ამ სეზონში სენეგალელმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.