მანდანდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
მანდანდა საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT

მეკარე სტივ მანდანდა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა – ინფორმაციას ანალიტიკური კომპანია Opta ავრცელებს.

კონგოში დაბადებული მეკარე საფრანგეთში გაიზარდა, ამჟამად კი საფრანგეთის ლიგა1-ის „რენის“ კიპერია. ის ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ტუნისთან ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში გამოვიდა, რომელიც აფრიკელებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს – 1:0.

სტივ მანდანდა 37 წლისა და 247 დღის ასაკში გახდა ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში და აჯობა ბერნარ ლამას, რომელიც 2000 წლის სექტემბერში ინგლისის მატჩის დროს 37 წლისა და 148 დღის იყო.

საფრანგეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე ექვსი ქულა დააგროვა და ტურნირის მერვედფინალში გასვლის საკითხი გადაჭრა.