მანჩინიმ „იუვენტუსის“ შანსები შეაფასა
მანჩინიმ „იუვენტუსის“ შანსები შეაფასა

იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა რობერტო მანჩინიმ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „ატლეტიკოსთან“ მარცხის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსის“ შანსები შეაფასა.

„მართალია ტურინელებს ცუდად აქვთ საქმე, თუმცა შეხვედრა ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე იქნება. „იუვენტუსს“ შედარებით ნაკლები შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გასვლის, თუმცა ნუ დაივიწყებთ იმას, რომ გასულ წელს მათ შინაურ არენაზე „რეალთან“ იწვნიეს სამ ბურთიანი მარცხი, თუმცა ისინი ამას არ შეუშინებია და „სამეფო კლუბი“ გათამაშებას კინაღამ გამოთიშეს..„ქამბექის“ ფორმულა არ არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოცდილებაა, რაც ბევრ რამეს ნიშნავს. ტურინული კლუბი უშანსოდ ნამდვილად არ არის,“ – განაცხადა მანჩინიმ.