მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 34 ფეხბურთელი გამოიძახა
მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 34 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ოქტომბრის სამი მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები – ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), მარკო სილვესტრი (ვერონა), სალვატორე სირიგუ (ტორინო);

მცველები – ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ემრესონი (ჩელსი), ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთი), მანუელ ლაცარი (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ანჯელო ოგბონა (ვესტ ჰემი, ინგლისი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა);

ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (ფიორენტინა), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი);

ფორვარდები – ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ-შაარავი (შანხაი, ჩინეთი), ვინჩენცო გრიფო (ფრაიბურგი, გერმანია), ჩირო იმობილე (ლაციო), მოიზე კინი (ევერტონი, ინგლისი), კევინ ლაზანია (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია).

იტალიის ნაკრები 7 ოქტომბერს, შინ ჩაატარებს ამხანაგურ შეხვედრას მოლდოვას წინააღმდეგ. შემდეგ გუნდს აქვს ორი მატჩი ერთა ლიგაზე: 11 ოქტომბერს სტუმრად პოლონეთთან და 14 ოქტომბერს შინ – ნიდერლანდებთან.