„მანჩეტერ სიტი“ კოდი გაკპოს ტრანსფერზე მუშაობს #1TVSPORT
„მანჩეტერ სიტიმ“ მუშაობა დაიწყო „ლივერპულის“ ფორვარდის, კოდი გაკპოს ტრანსფერზე. ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა The Athletic-ის ჟურნალისტმა, დევიდ ორნშტეინმა.
ამჟამად მხარეები მუშაობენ შეთანხმების გაფორმებაზე. თავად 27 წლის ნიდერლანდელს სურს „სიტისთან“ შეერთება.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი ბრედლი ბარკოლა ახლოს არის „ლივერპულში“ გადასვლასთან. ფრანგი ფეხბურთელის გაფორმების შემთხვევაში გაკპოს სამი ვარიანტი ექნება: დარჩეს, გადავიდეს „ტოტენჰემში“ ან „მანჩესტერ სიტიში“. და როგორც წერენ, მან მანჩესტერული კლუბი აირჩია.