მანჩესტერულ დერბიში რასისტული სკანდალი მოხდა

19:09, 08.12.2019

ინგლისის პრემიერლიგაში მორიგი რასისტული სკანდალია. „მანჩესტერ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მე-16 ტურის მატჩში უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

თამაშის მიმდინარეობისას „იუნაიტედის“ ნახევარმცველ ფრედის მისამართით რასისტული ხასიათის ფრაზები ისმოდა. ასევე ბრაზილიელს ტრიბუნებიდან სხვადასხვა ნივთს ესროდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბრიტანულმა პოლიციამ მომენტალურად დაიწყო გამოძიება. ასევე ცდილობს დამნაშავის პოვნას „მანჩესტერ სიტი“.

მსგავსი