მანჩესტერში დააკავეს პიროვნება, რომელმაც პეპ გვარდიოლას ელექტრონულ ფოსტაში შეაღწია
მანჩესტერში დააკავეს პიროვნება, რომელმაც პეპ გვარდიოლას ელექტრონულ ფოსტაში შეაღწია

მანჩესტერის პოლიციამ დააკავა პიროვნება, რომელმაც უკანონოდ შეაღწია პეპ გვარდიოლას ელექტრონულ ფოსტაში და მიმოწერის გაყიდვას 100 000 ფუნტ სტერლინგად ცდილობდა. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „სანი“ ავრცელებს.

როგორც წყარო იტყობინება, ჰაკერი 2016-17 წლებში მანჩესტერ სიტის საწვრთნელი ბაზის საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) სპეციალისტად მუშაობდა. გვარდიოლას ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის შემდეგ მან, მიმოწერის გარდა, მოიპოვა ასევე ინფორმაცია გუნდის ყველა ფეხბურთელისა და შესაძლო ტრანსფერების შესახებ. როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე კლუბი ინტერესს გამოთქვამდა მატეის დე ლიხტისა და სოკრატისის მიმართ.

პოლიციამ ჰაკერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, თავად ეჭვმიტანილი კი დააკავა.