„მანჩესტერს“ პსჟ-სთან მატჩში 10 ფეხბურთელი დააკლდება
„მანჩესტერს“ პსჟ-სთან მატჩში 10 ფეხბურთელი დააკლდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე-გუნარ სოლსკიაერი ვერ შეძლებს ძირითადი შემადგენლობის 10 ფეხბურთელის გამოყენებას „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალში, – წერს ინგლისური პრესა.

ხუან მატა, ანტონი მარსიალი, ანტონიო ვალენსია, ნემანია მატიჩი, ანდერ ერერა, ალექსის სანჩესი, ჯესი ლინგარდი და მატეო დარმიანი ტრავმირებულები არიან, ფილ ჯონსი ავადმყოფობის გამო ვერ ითამაშებს, გუნდის ერთ-ერთ ლიდერს პოლ პოგბას კი დისკვალიფიკაცია აქვს პირველი მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო.

განმეორებითი მატჩი პარიზში ექვს მარტს შედგება. პირველი შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ „პარი სენ-ჟერმენმა“ ანგარიშით 2:0 მოიგო.