მანჩესტერისთვის საინტერესო ფეხბურთელების ვინაობა ცნობილია
MANCHESTER, ENGLAND - AUGUST 10: David De Gea of Manchester United celebrates after Luke Shaw of Manchester United (not pictured) scored their second goal during the Premier League match between Manchester United and Leicester City at Old Trafford on August 10, 2018 in Manchester, United Kingdom. (Photo by Laurence Griffiths/Getty Images)
მანჩესტერ იუნაიტედი ცხელი ზაფხულისთვის ემზადება და ოლე გუნარ სოლსკიაერი ყველანაირად ცდილობს გუნდის გაძლიერებას.
როგორც სკაი სპორტსი იტყობინება, ოლდ ტრაფორდს ზაფხულში ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. აქედან გამომდინარე, გუნდში ბევრი ადგილი თავისუფლდება.
იუნაიტედის სახელს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებდნენ, მათ შორის იყო გარეთ ბეილიც, რომლის მომავალიც რეალ მადრიდში გაურკვეველია. აქტიურად საუბრობდნენ თინეიჯერ ჯეიდონ სანჩოზეც, რომელიც ამჟამად დორტმუნდში ასპარეზობს.
ოლდ ტრაფორდს უკავშირებდნენ ასევე კრისტალ პალასის აარონ ვან ბისაკს. გარდა ამისა, წითლების სურვილების სიაში მოხვდა ინგლისისა და ლესტერის მცველი ჰარი მაგუაირიც. მცველის პოზიციაზე იუნაიტედი განიხილავს ბარსელონას უმტიტსაც და ამასთანავე რეალ მადრიდის ფრანგ ფეხბურთელ ვარანს.
უმტიტი ერთადერთი ბარსელონელი არ არის, რომლითაც იუნაიტედი ინტერესდება. ინგლისელების სამიზნეში მოექცა ფელიპე კოუტინიოც.
გარდა ამისა, წითლები უკვე დიდი ხანია ნაპოლის მცველით, კალიდო კულიბალით ინტერესდებიან. ხელმძღვანელობა მის შეძენას ჯერ კიდევ იანვარში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.