„მანჩესტერის“ სკაუტი „რუბინის“ ქართველებს აკვირდება
„მანჩესტერის“ სკაუტი „რუბინის“ ქართველებს აკვირდება

ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში მოსკოვის ცსკა-სთან 0:1 დამარცხდა. რუსული მედიის ცნობით, ამ შეხვედრას ქართველებზე დასაკვირვებლად „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტი დაესწრო. ინფორმაცია „ბიზნეს ონლაინმა“ გაავრცელა.

რუსული გამოცემის ცნობით, ინგლისური გრანდის სკაუტი ზურიკო დავითაშვილსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე დაკვირვებას აპირებდა, მაგრამ კვარაცხელიას არ გაუმართლა.

„ამ დღეს „რუბინს“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია აკლდა, რადგან ქართველი თავდამსხმელი გაცივდა და სტადიონზე მისვლაც ვერ მოახერხა. შედეგად, კვარაცხელიას საქმეში არ უნახავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტს, კრსტო კილიბარდს, რომელიც სტადიონზე მისი, ფედორ ჩალოვისა და ზურიკო დავითაშვილის სანახავად იმყოფებოდა. კილიბარდი აღმოსავლეთ ევროპელ ფეხბურთელებზეა სპეციალიზებული და „რუბინის“ მატჩს წინა სეზონშიც დაესწრო. სკაუტი ფეხბურთელებს პირადი გაცნობის მიზნით სწავლობს და არა კლუბის დაკვეთით. კვარაცხელია, დავითაშვილი და ჩალოვი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მათ ევროპაში სწავლობენ და აკვირდებიან. ალბათ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკაუტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ბოლო ორმა მოახდინა: ზურიკო კვლავ დამაჯერებლად ცდებოდა მეტოქეებს, ხოლო ჩალოვმა მშვიდად გაიტანა. კვარაცხელიას ამბავი კი სამწუხაროა, რომელიც სეზონის დასაწყისში ნაჩვენები კარგი ფეხბურთის შემდეგ შესაძლოა, ტოპკლუბის სკაუტის ჩანაწერში მოხვედრილიყო“, – ამტკიცებს რუსული გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ ზურიკო დავითაშვილი რუსეთის ჩემპიონატის პირველ ოთხ ტურში პრემიერლიგაში წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით საუკეთესო მოთამაშეა – ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველის მცდელობების 85 პროცენტი წარმატებული აღმოჩნდა. ხოლო გამოცემა „სპორტ24“-მა დავითაშვილი ლიგის აღმოჩენებში დაასახელა.