„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იქნება
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი იქნება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დაინიშნება.

ამის შესახებ კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვედმა ჯერ კიდევ სამშაბათს დაწერა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია წაშალა. მიუხედავად ამისა, ნორვეგიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის დანიშვნა დღეს მაინც არის მოსალოდნელი.

„იუნაიტედში“ გატარებულ 11 სეზონში სოლსკიაერმა 126 გოლი გაიტანა და მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი 1999 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ბაიერნის კარში გამარჯვების გოლი იყო.

სოლსკიაერი ამჟამად ნორვეგიული მოლდეს მწვრთნელია და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამრიგებლის თანამდებობაზე ჟოზე მოურინიოს შეცვლის.