მანჩესტერი ტოტენჰემთან სათამაშოდ დუბაიში მოემზადება
მანჩესტერი ტოტენჰემთან სათამაშოდ დუბაიში მოემზადება

მანჩესტერის მენეჯერმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა ახსნა თუ რატომ მიჰყავს გუნდი სავარჯიშოდ დუბაიში ამ შაბათ-კვირას. „წითლები“ იმედოვნებენ, რომ „რედინგთან“ მოგებების სერიას განაგრძობენ და შემდეგ „ტოტენჰემთან“ მატჩისთვის თბილ ამინდებში მოემზადებიან. „იუნაიტედი“ იმავე სავარჯიშო კომპლექსს გამოიყენებს, რომელსაც გასულ წელს ეწვია.

„მე ისინი კარგად გავიცანი, რადგან საკმარისზე მეტი დრო მქონდა მათთან სალაპარაკოდ. თუმცა სავარჯიშოდ იმდენი დრო ვერ გამოვყავით, რამდენიც მე მჭირდებოდა. ამ დროს ჩვენ მთლიანად სავარჯიშოდ გამოვიყენებთ. ყველა დატვირთული იქნება. თუ რომელიმე მათგანი ფიქრობს, რომ დასასვენებლად მიმყავს, ძალიან ცდებიან. იქ იმისთვის მივდივართ, რომ ერთ გუნდად შევიკრათ, ფიზიკურ მომზადებაზე ბევრი ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, „ტოტენჰემისთვის“ მოვემზადოთ.“ – – განუცხადა ბრიტანელ ჟურნალისტებს ნორვეგიელმა.

„წითლებს“ დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. მათთვის დუბაიში გამგზავრება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. სოლსკიაერს უნდა, რომ ყველა ფეხბურთელმა საკუთარი ფუნქცია ზედმიწევნით შეასრულოს, დუბაის ვარჯიშები კი კარგი შანსია ამისათვის.