მანჩესტერი მომავალ წელს ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს
მანჩესტერი მომავალ წელს ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს

მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მმართველი მარტინ ედვარდსი დიდი ხანია, რაც ოლდ ტრაფორდზე  მიმდინარე მოვლენებს თვალს ადევნებს. იგი 1980-2003 წლებში კლუბის პრეზიდენტი იყო და სწორედ ამ პერიოდს უკავშრდება წითელი ეშმაკების ოქროს ხანა. მანჩესტერელებმა მასთან ერთად 24 ტიტული მოიგეს, მათ შორის პრემიერლიგის შვიდი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა 1999 წელს. ედვარდსი ფიქრობს, რომ ძველი დიდებული დღეების დაბრუნებას დიდი დრო დასჭირდება.

„არ მგონია, რომ მათ ტიტულისთვის იბრძოლონ მომავალ წელს. გუნდი მთლიანად გადასაწყობია და ამას დრო დასჭირდება. ვფიქრობ, მათ კონკრეტული ფეხბურთელები სჭირდებათ და იუნაიტედის გულშემატკივრები ამას გაგებით მოეკიდებიან და მოთმინებით დაელოდებიან ძველი დიდების დაბრუნებას. ისიც ვიცი, რომ არც ოლე დაკარგავს კონტროლს, რადგან ის ჩვენიანია და მასში მანჩესტერული სისხლი ჩქეფს. ის ჩვენი ფეხბურთელი იყო, პოპულარულია, ესმის კლუბის და სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. ენთუზიაზმითაა სავსე. დარწმუნებული ვარ, რომ ის შესაბამის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას მიიღებს და ვიმედოვნებ, რომ მენეჯმენტიც გვერდში დაუდგება. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა ოლემ ყველაფერი შეცვალა. მას დრო სჭირდება, მას რთული საქმე აქვს თავის თავზე აღებული და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს შეძლებს. მას უბრალოდ მხარდაჭერა და ნდობა სჭირდება“, – განუცხადა ედვარდსმა გამოცემა გოლს.