„მანჩესტერი“ და „ინტერი“ გაცვლას ამზადებენ - მხითარიანი ჟოაო მარიუს ნაცვლად
„მანჩესტერი“ და „ინტერი“ გაცვლას ამზადებენ - მხითარიანი ჟოაო მარიუს ნაცვლად

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დაინტერესებულია „ინტერის“ ნახევარმცველის ჟოაო მარიუს შეძენით, – წერს გაზეთი Corriere dello Sport.

ჟურნალისტის ინფორმაციით, კლუბები განიხილავენ პორტუგალიელი ნახევარმცველისა და ჰენრიხ მხითარიანის გაცვლის შესაძლებლობას.
ადრე, პრესაში არა ერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ „მანჩესტერის“ სომეხი შემტევი უკმაყოფილოა კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით და სხვაგან გადასვლა სურს.

„იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს აღარ შეჰყავს განაცხადში მხითარიანი და ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ფეხბურთელი ვეღარ ამჟღავნებს თავის შესაძლებლობებს.
მხითარიანმა ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, გაიტანა 2 გოლი და 5 შედეგიანი პასი შეასრულა. მარიუს 11 მატჩი და 3 საგოლე გადაცემა დაუგროვდა “ინტერის” რიგებში.