„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს პსჟ-ში მაურიციო პოჩეტინოსთვის #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტისთან“ მატჩი შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს პსჟ-ში მაურიციო პოჩეტინოსთვის #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს მომავალი პარიზულ კლუბში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ფრანსესკ აგილარმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩმა „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის, შესაძლოა, სერიოზულად იმოქმედოს 49 წლის სპეციალისტის მომავალზე.

„პარი სენ-ჟერმენის“ ყატარელ მფლობელებს აღარ მოსწონთ ის უღიმღამო თამაში, რომელსაც გუნდი აჩვენებს, განსაკუთრებით შემადგენლობაში მრავალმილიონიანი ინვესტიციების ფონზე.

პოჩეტინო „პარი სენ-ჟერმენში“ იანვარში მივიდა. არგენტინელმა ვერ შეძლო გუნდის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა, აგრეთვე, მეორე ადგილი დაიკავა საფრანგეთის ჩემპიონატში.