„მანჩესტერ სიტიში“ სპორტული დირექტორი შეიცვალა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა სპორტული დირექტორის, ჩიკი ბეგირისტაინის წასვლის შესახებ. მის ადგილს უგო ვიანა დაიკავებს.
60 წლის ბეგირისტაინი „სიტის“ სპორტულ დეპარტამენტს 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ესპანელი სპეციალისტის წასვლის შესახებ 2024 წელს გახდა ცნობილი. ბეგირისტაინის მუშაობის პერიოდში, მანჩესტერულმა კლუბმა 21 ტიტული მოიგო.
უგო ვიანა ინგლისურ კლუბში ლისაბონის „სპორტინგიდან“ გადავიდა, სადაც ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა 2018 წლიდან.