„მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონს“ შორის შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიდო
„მანჩესტერ სიტისა“ და „ევერტონს“ შორის შეხვედრა კორონავირუსის გამო გადაიდო

ინგლისის პრემიერლიგის მე-16 ტურის შეხვედრა „სიტისა“ და „ევერტონს“ შორის გადაიდო. ამის შესახებ მანჩესტერული კლუბის პრესსამსახური იტყობინება.

„სიტის“ რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა, შესაბამისად გუნდები პრემიერლიგის ორგანიზაციასთან კონსულტაციის შედეგად შეთანხმდნენ, რომ 29 დეკემბრის მატჩი გადადებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კორონავირუსი გაბრიელ ჟესუსსა და კაილ უოკერს დაუდასტურდათ. კლუბის ცნობით, ის ფეხბურთელები ვისაც დადებითი პასუხი აღმოაჩნდათ თვითიზოლაციაში გადავლენ. „სიტის“ ბაზა დროებით დაიკეტება, ვარჯიშები კი მას შემდეგ განახლდება, როცა განმეორებითი ტესტების პასუხები გახდება ცნობილი.

ამ მატჩს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ორივე გუნდისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. „ევერტონი“ 29 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება გვარდიოლას გუნდს, „სიტი“ მეექვსე ადგილზეა 26 ქულით და მისთვის უკვე თითოეულ ქულას ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დატოვე კომენტარი