„მანჩესტერ სიტის“ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს #1TVSPORT

საფეხბურთო კვლევითმა ცენტრმა CIES Football Observatory-მ გამოაქვეყნა ევროპის TOP5 ლიგების ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობების მქონე გუნდების სია.

აღნიშნავენ, რომ მონაცემები 2021 წლის 1 ოქტომბრისაა, ხოლო საერთო თანხაში გათვალისწინებული არ არის იმ მოთამაშეთა ღირებულებები, რომლებიც იჯარით სხვა კლუბებში არიან.

სიას სათავეში უდგას „მანჩესტერ სიტი“ – 1,280 მილიარდი ევრო. მეორე ადგილზეა – „მანჩესტერ იუნაიტედი“ (1,214 მილიარდი), მესამეზე – „ჩელსი“ (946 მილიონი).

ათეულში ასევე შედიან: „ბარსელონა“ (896 მილიონი), „ბაიერნი“ (890 მილიონი), „ლივერპული“ (868 მილიონი), „რეალი“ (846 მილიონი), „პარი სენ-ჟერმენი“ (808 მილიონი), „დორტმუნდი“ (687 მილიონი) და „ატლეტიკო“ (662 მილიონი).

დატოვე კომენტარი