„მანჩესტერ სიტის“ შემდეგ გვარდიოლა „იუვენტუსში“ გადავა
„მანჩესტერ სიტის“ შემდეგ გვარდიოლა „იუვენტუსში“ გადავა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, ტურინის „იუვენტუსს“ ჩაუდგეს სათავეში.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ათლეტიკი“ (The Athletic) წერს, „იუვენტუსი“ ჯერ კიდევ მარტში სთავაზობდა გვარდიოლას მთავარი მწვრთნელის პოსტს, მაგრამ მაშინ ესპანელმა უარი თქვა შეთავაზებაზე. ამასთან, პეპმა განუცხადა „იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტ პაველ ნედვედს, რომ მომავალში სიამოვნებით იმუშავებდა იტალიაში და ახალი წინადადების შემთხვევაში, რამდენიმე წლის შემდეგ „იუვენტუსს“ აირჩევს.

გვარდიოლას მოქმედი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.