„მანჩესტერ სიტის“ მბაპეს გაფორმება სურს, რათა „რეალს“ ხელი შეუშალოს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტი“ განიხილავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდთან, კილიან მბაპესთან კონტრაქტის გაფორმებას, რომელიც ახლოს არის მადრიდის „რეალში“ გადასვლსთან. ამ ინფორმაციას გამოცემა Bola Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისის ჩემპიონთან გარიგების გადამწყვეტი ფაქტორი შეიძლება გახდეს მბაპეს უკმაყოფილება იმ შემცირებულ ხელფასთან დაკავშირებით, რომელსაც ფორვარდს ესპანური კლუბი სთავაზობს. კილიანი თავიდანვე მზად იყო იმისთვის, რომ „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში მისი წლიური შემოსავალი შემცირდებოდა, მაგრამ მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ძალიან დაბლა დაწია ფინანსური პირობები, რამაც, შეიძლება, კარდინალურად შეცვალოს მოლაპარაკებათა ვექტორი, – წერს Bola Sport-ი.
ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ მბაპეს ერთ-ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა „მანჩესტერ სიტისთან“ მოლაპარაკებებში.