„მანჩესტერ სიტის“ ლუკაკუს გადაბირება სურს #1TVSPORT
მილანის „ინტერის“ ფეხბურთელმა რომელუ ლუკაკუმ, შესაძლოა, „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, ლუკაკუსთან მოლაპარაკებებს „ჩელსი“ აწარმოებდა, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელმა არ მოისურვა ლონდონში დაბრუნება. ლუკაკუზე მეორე პრეტენდენტია „მანჩესტერ სიტი“, რომელიც ასევე იჩენს ინტერესს, მაგრამ „ინტერს“ არ სურს საუკეთესო ფორვარდის გაშვება.