„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა „რეალს“ საკუთარი თავი შესთავაზა #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტისა“ და შვეიცარიის ნაკრების მცველმა მანუელ აკანჯიმ საკუთარი სამსახური შესთავაზა მადრიდის „რეალს“. ეს ინფორმაცია გაზეთმა Marca-მ გაავრცელა.
სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერული კლუბის მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს, და აკანჯი თავად მიიჩნევს, რომ ახალი გამოწვევის დრო მოვიდა. სწორედ ამიტომაც ფეხბურთელი თავისი აგენტის მეშვეობით დაუკავშირდა „რეალს“.
თუმცა, 29 წლის აკანჯი არ ეწერება „რეალის“ სატრანსფერო პოლოტიკაში. მისი კონტრაქტი „მანჩესტერ სიტისთან“ კიდევ ორი წელია ძალაში, „რეალი“ კი მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ხარჯავს ფულს, ხოლო გამოცდილი მოთამაშეები თავისუფალი აგენტების სტატუსით აჰყავს.