„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებზე მონაწილეობის საკითხს 8-10 ივნისს განიხილავენ
„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებზე მონაწილეობის საკითხს 8-10 ივნისს განიხილავენ

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ „მანჩესტერ სიტის“ აპელაციის განხილვა 8-10 ივნისს დანიშნა. ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა გააპროტესტა უეფას გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით „სიტის“ მომდევნო ორ სეზონში ევროთასებზე თამაში აეკრძალა. მიზეზი ფინანსური „ფეარ პლეის“ დარღვევა გახდა.

ეს ინფორმაცია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„მანჩესტერ სიტი“ ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს 2020-2021 და 2021-2022 წლების სეზონზე. გარდა ამისა, კლუბი 30 მილიონი ევროთია დაჯარიმებული.