„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაციის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 13 ივლისს გამოცხადდება
„მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაციის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 13 ივლისს გამოცხადდება

სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო „მანჩესტერ სიტის“ ევროთასებიდან დისკვალიფიკაციის შესახებ საბოლოო ვერდიქტს 13 ივლისს გამოაცხადებს.

ინგლისური კლუბი უეფა-მ დასაჯა ფინანსური ფეარ პლეის დარღვევისთვის. კერძოდ, მომდევნო ორ სეზონზე აუკრძალა „სიტის“ ევროთასებზე თამაში. პეპ გვარდიოლას გუნდმა ეს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც საქმე მაისში განიხილა და ახლა ყველა მის გადაწყვეტილებას ელოდება.

იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ სიტის“ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩება, ინგლისის პრემიერლიგიდან ჩემპიონთა ლიგის საგზურს მიიღებს ის გუნდი, რომელიც მეხუთე ადგილს დაიკავებს ჩემპიონატში.

დატოვე კომენტარი