„მანჩესტერ სიტის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი ლიონელ მესის შეძენას გეგმავს
„მანჩესტერ სიტის“ დირექტორმა დაადასტურა, რომ მისი კლუბი ლიონელ მესის შეძენას გეგმავს

„მანჩესტერ სიტის“ არმასრულებელმა დირექტორმა, ომარ ბერადამ ლიონელ მესისასდმი მისი კლუბის განსაკუთრებულ ინტერსეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მანჩესტერელები მომავალ ზაფხულს ლეგენდარული არგენტინელი თავდამსხმელის შეძენას შეეცდებიან.

„მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და მის თაობაში ვერავინ შეედრება, – ციტირებს ბერადას სიტყვებს Evening News.

– მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი შეეცდება მის გაფორმებას, ჩვენი ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შესაძლებლობის გამოყენებას ვგეგმათ. ვფიქრობ, რომ გვაქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ ამ ტრანსფერში ინვესტიცია განვახორციელოთ“, – აცხადებს „მანჩესტერ სიტის“ აღმასრულებელი დირექტორი.