„მანჩესტერ სიტის“ აპელაციის განხილვა შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაიდოს

20:18, 17.03.2020

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ საკუთარ ოფისში საქმეების მოსმენა პირველ მაისამდე შეაჩერა.

„ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე, მოსამართლეებს ეძლევათ რეკომენდაცია – ჩაატარონ მოსმენები ვიდეოკონფერენციების მეშვეობით. თუ კონკრეტულ შემთხვევებში ამგვარი რამ შეუძლებელი იქნება, მაშინ საქმეების განხილვა 2020 წლის მაისამდე გადაიდება“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაურკვეველი რჩება, როდის განიხილავენ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში „მანჩესტერ სიტის“ აპელაციას ევროთასებზე ორწლიან დისკვალიფიკაციაზე, ასევე რუსული დოპინგის საქმეს, რომელიც აპრილის ბოლოს იყო დაგეგმილი.

მსგავსი