„მანჩესტერ სიტის“ აპელაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განხილვაში მიიღო
„მანჩესტერ სიტის“ აპელაცია სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ განხილვაში მიიღო

„მანჩესტერ სიტის“ აპელაცია უეფას მიერ გამოტანილი სასჯელის გასასაჩივრებლად სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონები ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანომ ჩემპიონთა ლიგიდან ორი წლით მოკვეთა და ჯარიმის სახით 30 მილიონი ევროს გადახდაც დააკისრა, რისი მიზეზიც, სავარაუდოდ, კლუბის მიერ ფინანსური სამართლიანი წესების დარღვევა გახდა.

სიტის აღმასრულებელი დირექტორი ფერან სორიანო ამბობს, რომ მსგავს დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში აცხადებენ, რომ ამჟამად შეუძლებელია იმის თქმა, თუ როდის გაიმართება მოსმენა.