„მანჩესტერ სიტის“ აპელაცია განხილულია, შედეგი ივლისში გამოცხადდება
„მანჩესტერ სიტის“ აპელაცია განხილულია, შედეგი ივლისში გამოცხადდება

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ (CAS) თავის ოფიციალურ საიტზე გამოაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტის“ აპელაცია უეფას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განხილული იქნა. როგორც ირკვევა, ეს 8 ივნისს, ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოხდა და შედეგი ივლისის პირველ ნახევარში გახდება საჯარო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის თებერვალში უეფამ ჩაატარა გამოძიება, რომლის შედეგადაც „მანჩესტერ სიტის“ მიერ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესების დარღვევა გამოვლინდა. სასჯელის სახით ინგლისური პრემიერლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ორი წლით აუკრძალეს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა და 30 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტიმ“ 28 მატჩში 57 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე იმყოფება და 25 ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ „ლივერპულს“.