„მანჩესტერ სიტის“ ახალი რეკორდი - ჩემპიონთა ლიგაზე 97 მატჩში გატანილი 200 გოლი #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ ახალი რეკორდი - ჩემპიონთა ლიგაზე 97 მატჩში გატანილი 200 გოლი #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ ლისაბონის „სპორტინგი“ 5:0 გაანადგურა და ფაქტობრივად, მომდევნო ეტაპის საგზური გაინაღდა.

გაირკვა, რომ „სიტიმ“ ამ გამარჯვებით კიდევ ახალი რეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ ინგლისურმა კლუბმა მოახერხა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 200 გოლის გატანას ყველაზე ნაკლები მატჩი მოანდომა.

ამ შთამბეჭდავი რეკორდისთვის „სიტის“ მხოლოდ 97 მატჩი დასჭირდა.