„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით

ინგლისის პრემიერლიგაში 30-ე ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრაში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა „ბარნლი“.

ამ მატჩში ორ-ორი გოლი გაიტანეს ნახევარმცველებმა – ფილ ფოდენმა და რიად მაჰრეზმა. კიდევ ერთი გოლი დავიდ სილვას ანგარიშზეა.

სეზონის განახლების შემდეგ, „სიტიმ“ მეორე მატჩი ჩაატარა და ისევ დიდი ანგარიშით მოიგო – მანამდე პეპ გვარდიოლას გუნდმა 3:0 დაამარცხა „არსენალი“. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში „სიტიმ” მეტოქეს კარში ზუსტად დარტყმის საშუალება არ მისცა.

„მანჩესტერ სიტიმ“ გათამაშების ცხრილში 63 ქულა დააგროვა და ლიდერ „ლივერპულთან“ 20 ქულამდე შეამცირა სხვაობა. ჩემპიონატის დასრულებამდე რვა ტურია დარჩენილი.