„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო [ვიდეო]
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო [ვიდეო]

ინგლისის პრემიერლიგაში აგრძელებს ლიდერობას „მანჩესტერ სიტი“. პეპ გვარდიოლას გუნდმა 22-ე ტურში სტუმრად „ბარნლის“ 2:0 მოუგო. “სიტიმ“ ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა – მესამე წუთზე გაბრიელ ჟესუსმა და 38-ე წუთზე – რაჰიმ სტერლინგმა.

მანჩესტერელებისთვის ეს იყო ოფიციალურ მატჩებში ზედიზედ მე-13 მოგება. 2002 წლის შემდეგ, არც ერთ ინგლისურ გუნდს ასეთი სერია არ ჰქონია.

„სიტი“ 47 ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს, სამი ქულით უსწრებს „მანჩესტერ იუნაიტედს“ და თან ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.