„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო
„მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტური ერთი მატჩით გაგრძელდა, რომელშიც „ნიუკასლმა“ საკუთარ მოედანზე მიიღო ლიდერი „მანჩესტერ სიტი“.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა – 31-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა კევინ დე ბრუინის პასით სეზონში მე-12 გოლი გაიტანა – 1:0. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ზედიზედ სამი ტურია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.

ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-18 მატჩი მოიგო პრემიერლიგაში და უკვე 15 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედს“. გარდა ამისა, „სიტიმ“ ზედიზედ მე-11 გასვლითი მატჩი მოიგო პრემიერლიგაში, რაც ახალი რეკორდია ინგლისში.