„მანჩესტერ სიტიმ" „ტოტენჰემს" რევანში აუღო და პრემიერლიგის ლიდერი გახდა [ვიდეო]
„მანჩესტერ სიტიმ" „ტოტენჰემს" რევანში აუღო და პრემიერლიგის ლიდერი გახდა [ვიდეო]

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, „მანჩესტერ სიტი” და „ტოტენჰემი” მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს „იტიჰედის” სტადიონზე.

ამჯერად, მათ პრემიერლიგის რანგში ითამაშეს და „სიტიმ” ისევ მინიმალური ანგარიშით მოიგო – 1:0. ერთადერთი გოლი მეხუთე წუთზე 18 წლის ნახევარმცველმა, ფილ ფოდენმა გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ინგლისის ჩემპიონატში. საგოლე პასი სერხიო აგუერომ შეასრულა. ამით „მანჩესტერ სიტის” წაუგებელმა სერიამ პრემიერლიგაში 10 მატჩს მიაღწია.

ამ მოგებით „მანჩესტერ სიტი” პირველ ადგილზე გადავიდა – მას 86 ქულა აქვს. 85 ქულით მეორეა „ლივერპული”. გუნდებს 34-34 მატჩი აქვთ ჩატარებული.